ლუხუმ ჩხვიმიანი მსოფლიო ჩემპიონატის ფინალშია

ქართველი ლეხუმ ჩხვიმიანი მსოფლიო ჩემპიონატის ფინალში იასპარეზებს.იაპონიის დედაქალაქ ტოკიოში დღეს დაწყებულ მსოფლიო ჩემპიონატზე ქართველი სპორტსმენი, 60 კგ. წონით კატეგორიაში იბრძოლებს.

ნახევარფინალურ დაპირისპირებაში ჩხვიმიანის მეტოქე იაპონელი ნაგაიამა იყო. შეხვედრა დაძაბული გამოდგა და დამატებით დროში გადავიდა. ნაგაიამა აქტიურობდა და ილეთის გაკეთებას ცდილობდა, თუმცა ქართველი საკუთარ შანსს ელოდებოდა, რომელიც დამატებითი დროის დაწყებიდან წუთსა და 53 წამში მიიღო, ვაზარი მოიპოვა და ფინალში გადავიდა. დასკვნით შეხვედრაში ლუხუმ ჩხვიმიანის მეტოქე უზბეკი შარაფუდინ ლუტფილაევი იქნება.
ფინალური ბლოკი თბილისის დროით 14:00 საათზე დაიწყო.