ქართველმა ნიჩბოსანმა მსოფლიო ჩემპიონატზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა

ქართველმა ნიჩბოსანმა მსოფლიო ჩემპიონატზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა. სპორტსმენმა უნგრეთის ქალაქ სეგედში მიმდინარე ნიჩბოსნობის მსოფლიო ჩემპიონატზე (200 მ.) მოიპოვა წარმატება.

ფინალურ გაცურვაში ნიჩბოსანმა დისტანცია 40.24 წამში დაფარა და მესამე ადგილი დაიკავა. მას ვერცხლის მედლამდე ძალიან ცოტა დააკლდა – მეორე ადგილოსანმა, მსოფლიოს მოქმედმა ჩემპიონმა არტსემ კოზირმა (ბელარუსი) მას მხოლოდ 0.14 წამით აჯობა. ოქროს მედალი ლიტველ ჰენრიკას ზუსტაუსტასს ერგო, რომელმაც მანძილი 39.36 წამში გაცურა.