შინაგან საქმეთა სამინისტრომ მართვის მოწმობაზე მინიჭებულ ქულათა 2019 წლის მე-2 კვარტლის მონაცემები გამოაქვეყნა. როგორც სტატისტიკიდან ირკვევა, საანგარიშო პერიოდში მთელი ქვეყნის მასშტაბით 30 ადამიანს სრულად ამოეწურა 100 ქულა.
რეგიონებში მართვის მოწმობაზე მინიჭებულ ქულათა სრულად ამოწურვის შემთხვევები დაფიქსირდა – აჭარაში, თბილისში, იმერეთში, კახეთში, მცხეთა-მთიანეთის, სამეგრელო-ზემო სვანეთის, სამცხე-ჯავახეთისა და ქვემო ქართლის რეგიონებში.
ოფიციალური სტატისტიკით, საანგარიშო პერიოდში მართვის მოწმობაზე მინიჭებული 100 ქულა ყველაზე მეტ – 17 ადამიანს თბილისში ამოეწურა.
ამასთან, უწყების მონაცემებით, 2019 წლის მე-2 კვარტლის მდგომარეობით, მართვის მოწმობაზე ქულები 148 968 პირს დააკლდა, ხოლო 30 ივნისის მდგომარეობით, 1 080 826 ადამიანს 100 ქულა სრულად ჰქონდა შენარჩუნებული.