M3 კატეგორიის ავტობუსების საკონკურსო კრიტერიუმებზე საკრებულოს სივრცით-ტერიტორიული დაგეგმარებისა და ინფრასტრუქტურის კომისიამ იმსჯელა.
M3 ავტობუსების კონკურსის შესაძლო კრიტერიუმებად კომისიის წევრებმა ავტობუსების ტექნიკური მახასიათებლები, სიგრძე ,სიგანე და ელექტრონული გადახდის სისტემა დაასახელეს. ერთ-ერთი კრიტერიუმით ავტობუსების ადაპტირებული უნდა იყოს შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებისთვის. როგორც კომისიის სხდომაზე გახდა ცნობილი რუსთავში, სავარაუდოდ ცხრა M3 კატეგორიის ავტობუსი შემოვა,რომელთა გასვლის ადგილიც გმირთა მემორიალი იქნება. ავტობუსების ფასი სავარაუდოდ, 90-1,20-მდე იქნება. საკითხი განსახილველად მთავრობის ადმინისტრაციას გადაეგზავნა.