რუსთავში სკოლა 38 პენსიონერმა პედაგოგმა დატოვა

რუსთავში საჯარო სკოლებში 38-მა პენსიონერმა პედაგოგმა სამსახურიდან წასვლის შესახებ განცხადება დაწერა.ისინი სახელმწიფოსგან ორი წლის ხელფასს მიიღებენ. როგორც tv4-ს რუსთავის რესურსცენტრში განუცხადეს , ვაკანტურ ადგილებთან დაკავშირებით ინფორმაცია უახლოეს პერიოდში გახდება ცნობილი.

განათლების მინისტრის მიხეილ ბატიაშვილის გადაწყვეტილებით, საპენსიო ასაკის პედაგოგებს, რომელთაც არ ექნებათ მინიმალური კომპეტენციის დადასტურებისა და სტატუსის ამაღლების სურვილი, შესაძლებლობა აქვთ, ნებაყოფლობითი არჩევანის საფუძველზე 2019 წელს სახელმწიფოსგან ერთჯერადი ფულადი ჯილდო – ორი წლის ჯამური ხელფასი მიიღონ.

ამასთან, მთელი სიცოცხლის განმავლობაში მათ შეუნარჩუნდებათ ჯანმრთელობის დაზღვევის პაკეტი.