,,სამხრეთ ოსეთის” დე ფაქტო ხელისუფლებამ საქართველოსთან ,,საზღვრის” რამდენიმე დღით ჩაკეტვა გადაწყვიტა

ოკუპირებული „სამხრეთ ოსეთის“ დე ფაქტო ხელისუფლებამ „დამოუკიდებლობის აღიარების“ 11 წლისთავისადმი მიძღვნილი საზეიმო ღონისძიებების გამო, საქართველოსთან „საზღვრის“ რამდენიმე დღით ჩაკეტვა გადაწყვიტა.

„გამშვები პუნქტების ჩვეულებრივი მუშაობა განახლდება 27 აგვისტოს დილის 06:00 საათზე“, – აღნიშნულია ინფორმაციაში. ე.წ. სახელმწიფო უშიშროების კომიტეტის ცნობით, დღეს, 20:00 საათიდან ე.წ. საზღვარზე მოქალაქეთა გამარტივებული გასვლის პუნქტებში ხალხის გაშვება შეწყდება.