ქვემო ქართლის რეგიონში 5 ბიზნეს ოპერატორს საწარმოო პროცესი შეუჩერდა – ამის შესახებ tv4-ს სურსათის ეროვნული სააგენტოს ქვემო ქართლის რეგიონულ სამმართველოში განუცხადეს.
სამმართველოს ხელმძღვანელის მირანგულა ლიპარტელიანის განცხადებით , ობიექტებს საწარმოო პროცესი კრიტიკული შეუსაბამობის მიზეზით შეუჩერდათ და 1000 ლარით დაჯარიმდნენ. მისვე ინფორმაციით, რეგიონში 100- მდე სახელმწიფო კონტროლი განხორციელდა , მათ შორის რუსთავში 30 ბიზნეს ოპერატორი შემოწმდა .









