2019 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების საბოლოო შედეგები ცნობილია. გამოცდების მიხედვით, სახელმწიფო გრანტი 6 546-მა აბიტურიენტმა მოიპოვა. მათგან 100%-იანი გრანტი 1011-მა აბიტურიენტმა მიიღო, 70%-იანი დაფინანსება მიიღო 1455-მა აპლიკანტმა, ხოლო 50%-იანი დაფინანსება 4083-მა აბიტურიენტმა.
ამის შესახებ შაფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა სოფო გორგოძემ განაცხადა.
გორგოძის თქმით, არის აპლიკანტების დაახლოებით 2%, რომელმაც გადალახა მინიმალური კომპეტენციის ზღვარი ყველა სავალდებულო საგანში, მაგრამ ვერ ჩაირიცხა უმაღლეს სასწავლებლებში იმის გამო, რომ არ ჰქონდა შესაბამისი არჩევანი გაკეთებული. მისივე განცხადებით, ეს მოხდა იმ შემთხვევებში, როდესაც პროგრამაზე იყო მაღალი კონკურსი ან გაზრდილი იყო მინიმალური კომპეტენციის ზღვარი.
უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში სწავლის გაგრძელების უფლება 28 740-მა აბიტურიენტმა მოიპოვა.