ფესტივალი ,,ერთიანი კავკასია” დღეს საზეიმოდ დაიხურება(+ფოტო)

მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ წერაქვში ფესტივალი “ერთიანი კავკასია” 3 დღის განმავლობაში  მიმდინარეობდა. გართობისა და დასვენებისთვის ადგილზე სპეციალური ზონებია გამოყოფილი. ფესტივალის მთავარ სცენაზე 3 დღის განმავლობაში ადგილობრივმა და მოწვეულმა ფოლკლორულმა ანსამბლებმა დაუკრეს, შესრულდა ექსპერიმენტალური და ელექტრონული მუსიკის სინთეზებიც. 3 დღის განმავლობაში ადგილზე კარვების ზონაც იყო, სადაც ახალგაზრდებს ღამის გატარება შეეძლოთ, ასევე მოწყობილი იყო  ვორქშოფები და სპორტული ტურნირები. დღეს ფესტივალი საზეიმოდ დაიხურება.