ხანძარი გაჩნდა მეტალურგიული ქარხნის წყალსაქაჩ სადგურთან. ცეცხლი ბალახს ეკიდა, ადგილზე ხანძრის რამდენიმე კერა გაჩნდა. ხანძარი დასახლებულ პუნქტთან ახლოსაც გავრცელდა, თუმცა როგორც მოსახლეობა აცხადებს სახანძრო სამსახურის თანამშრომლებმა ცეცხლის ლიკვიდირება მალევე შეძლეს. ხანძრის გამომწვევი მიზეზი ამ დრომდე უცნობია.