მონიტორინგის მიზნით,მოძალადეს და მსხვერპლს ელექტრონულ სამაჯურს დაუმაგრებენ

ძალადობრივი დანაშაულის პრევენციისა და მსხვერპლთა დაცვის მიზნით შსს-ს ადამიანის უფლებათა დაცვის დეპარტამენტი ელექტრონული მონიტორინგის სისტემას ნერგავს. კანონპროექტი  უახლოეს მომავალში  პარლამენტს გადაეგზავნება.

ახალი კანონპროექტის თანახმად, მოძალადეზე, რომლის მიმართაც გამოცემული იქნება შემაკავებელი ორდერი, განხორციელდება ელექტრონული მონიტორინგი. მონიტორინგს  დაექვემდებარება მსხვერპლიც, რომელსაც ასევე დაუმაგრდება ელექტრონული სამაჯური.

ადამიანის უფლებათა დაცვისა და გამოძიების ხარისხის მონიტორინგის დეპარტამენტის ინფორმაციით, ელექტრონული ზედამხედველობა იმ მოძალადის მიმართ განხორციელდება,რომლის მხრიდანაც ძალადობის განმეორების რეალური საფრთხე იარსებებს.  მათივე ინფორმაციით, მოწყობილობის ერთი ნაწილი მოძალადეს კიდურზე დაუმაგრდება, მეორე ნაწილი კი მსხვერპლს ექნება.