ინტერპოლის მიერ ჩატარებული საზღვაო-სასაზღვრო ოპერაციის შედეგად, ტერორიზმში ეჭვმიტანილი 12 პირი დააკავეს.
ოპერაცია სახელწოდებით „ნეპტუნ ორი“ ხმელთაშუა ზღვაში 24 ივლისს დაიწყო და 8 სექტემბრამდე გრძელდებოდა.
ალჟირის, საფრანგეთის, იტალიის, მაროკოს, ესპანეთისა და ტუნისის პორტებში მესაზღვრეებმა 1,2 მილიონი ჩხრეკა ჩაატარეს. დაკავებულებს შორის კი 12 ტერორისტულ საქმიანობაშია ეჭვმიტანილი.
ინტერპოლის მონაცემთა ბაზაში 50 000-ზე მეტ ტერორისტზეა ინფორმაცია.