სატელეკომუნიკაციო დარგის მომხმარებელთა ცნობიერების ამაღლების მიზნით,კომუნიკაციების ომბუდსმენმა გვანცა ჩხეიძემ, რუსთავის მერიაში, თვითმმართველობის წარმომადგენლებსა და მოსახლეობასთან საინფორმაციო ხასიათის შეხვედრა გამართა.
შეხვედრას რუსთავის მერი ირაკლი ტაბაღუაც დაესწრო.კომუნიკაციების ომბუდსმენმა ვრცლად ისაუბრა მომხმარებელთა ინტერესების საზოგადოებრივი დამცველის სამსახურის ფუნქციების, გაწეული საქმიანობისა და სამომავლო გეგმების შესახებ.
გვანცა ჩხეიძემ შეკრებილ საზოგადოებას ასევე, დეტალური ინფორმაცია მიაწოდა მომხმარებელთა უფლებებისა და კანონიერი ინტერესების დაცვის საკითხებზე, უპასუხა შეხვედრის მონაწილეთა შეკითხვებს და მათ პროვაიდერი კომპანიების უფლება-მოვალეობები და პრობლემების შემთხვევაში განცხადება/ საჩივრის შევსებისა და განხილვის წესები გააცნო.
საინფორმაციო კამპანია ,,იცნობდე შენს უფლებებს კომუნიკაციების სფეროში”, კომუნიკაციების ომბუდსმენის ინიციატივით დაიწყო.
კამპანიის ფარგლებში, საინფორმაციო ხასიათის შეხვედრები საქართველოს სხვადასხვა მუნიციპალიტეტში იმართება.