მასწავლებლის კომპეტენციის დასადასტურებლად 26 600-ზე მეტი აპლიკანტი დარეგისტრირდა

რეგისტრაციისათვის განკუთვნილი დრო პრაქტიკოსი მასწავლებლებისა და მასწავლებლობის მსურველებისათვის 17 სექტემბერს დასრულდა.

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, დარეგისტრირდა 26 600 – ზე მეტი აპლიკანტი.

„2019 წელს პრაქტიკოს მასწავლებლებსა და მასწავლებლობის მსურველებს უკვე მეორედ მიეცათ კომპეტენციის დადასტურების შესაძლებლობა.

პედაგოგობის მსურველ პირს მხოლოდ საგნის გამოცდის ჩაბარება შეუძლია, პრაქტიკოს მასწავლებელს კი უფლება აქვს დაადასტუროს როგორც საგნობრივი, ისე პროფესიული კომპეტენციები. საგამოცდო პროცესის დაწყება ნოემბერში იგეგმება.

პრაქტიკოსმა მასწავლებლებმა უნდა გაითვალისწინონ, რომ ხელახალი ტესტირებისას მიღებული შედეგები (ანუ საგნობრივი და პროფესიული კომპეტენციის ყოველი შემდგომი დადასტურება) აუქმებს იმავე საგანში საგნობრივი და პროფესიული კომპეტენციის დადასტურებისას წინა ჯერზე მიღებულ შეფასებასა და შესაბამის კრედიტქულებს“, – აღნიშნულია შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.