მე-15 მიკრორაიონში დენის მრიცხველს ცეცხლი გაუჩნდა

მე-15 მიკრორაიონში სახანძრო-სამაშელო ბრიგადა იყო მობილიზებული. tv4-ის ჟურნალისტის ინფორმაცით, ცეცხლი დენის ელექტრო აღმრიცხველს გაუჩნდა. მეხანძრე-მაშველებმა ცეცხლის ლიკვიდაცია დროულად მოახდინეს.

კომპანია “ენერგო პრო ჯორჯიაში” აცხადებენ,რომ ცეცხლის გაჩენის მიზეზებს კომპანია დღესვე შეისწავლის. მათივე ინფორმაციით ამ დროისთვის მიმდინარეობს მუშაობა და სამუშაოების დასრულების შემდეგ ელექტროენერგია ჩვეულ რეჟიმში აღდგება.