სპორტის და მშენებელთა ქუჩის მიმდებარე ეზოების ასფალტისა და სანიაღვრე ქსელის მოწყობის სამუშაოები გრძელდება. ზედამხედველობის დეპარტამენტმა შიდა გზების მოწყობის შესრულებული და შესასრულებელი სამუშაოები გამიჯნა, შესაბამისი პროცედურების დასრულების შემდეგ, ტენდერში გამარჯვებულმა კომპანია შპს “იბერმა” სამუშაოების დასასრულებლად ლოკაციაზე მუშაობა დაიწყო.
როგორც tv4-ს ინფრასტრუქტურის სამსახურში განუცხადეს, სამუშაოების დასრულება ორი თვის ვადაში იგეგმება. შეგახსენებთ, სპორტის ქუჩის ჩიხებში მცხოვრები მოსახლეობა შეჩერებულ სამუშაოებთან დაკავშირებით ,tv4-ს დაუკავშირდა.
როგორც მერიის ინფრასრტრუქტურის სამსახურში განაცხადეს, იმ კომპანიის წინააღმდეგ,რომელმაც ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები არ შეასრულა,შესაბამისი პროცედურები გატარდა.