დედაქალაქში წასასვლელად რუსთაველებს გაჩერებებზე ლოდინი ისევ უწევთ. tv4-ს ერთ-ერთი მგზავრი დაუკავშირდა. მისი თქმით, უკვე საათზე მეტია კომპანია “ინტერტრანსის” კუთვნილ მიკროავტობუსს შარტავას ქუჩაზე მდებარე გაჩერებაზე ელოდება.
რუსთაველები ამბობენ,რომ ტრანსპორტის ლოდინი სისტემატურად უწევთ,რის გამოც,ხშირად დანიშნულების ადგილამდე მისვლას დაგვიანებით ახერხებენ. ადგილობრივების თქმით ,მას შემდეგ რაც მგზავრობის ღირებულება გაიზარდა კომპანიას უნდა გაეზარდა მიკროავტობუსების რაოდენობაც თუმცა , სატრანსპორტო საშუალებების სიმცირე ამ დრომდე პრობლემად რჩება .
საკითხთან დაკავშირებით “tv4” კომპანია “ინტერტრანსს” დაუკავშირდა, კომპანიაში აცხადებენ , რომ გადაადგილების პრობლემები მგზავრთა ნაკადის გაზრდას უკავშირდება , რის გამოც პირველ ეტაპზე სხვადასხვა ლოტებზე ათი ერთეული მიკროავტობუსის დაემატა მოხდა. ამ დროისთვის ქალაქს 195 ნაცვლად 205 მიკროავტობუსი ემსახურება . მათივე ინფორმაციით, კომპანია სატრანსპორტო საშუალებების რაოდენობის გაზრდა მომავალშიც გეგმავს .