რუსთავის მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლეში მოსწავლეების მიღება დაიწყო.
მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლეში შემდეგი წრეები ფუნქციონირებს : ინგლისური ენა, რუსული ენა, ფრანგული ენა, ქართული ენა და ლიტერატურა, მათემატიკა, ქიმია, ფიზიკა, ჭადრაკი, ჟურნალისტიკა, ხატვა, ხალხური სიმღერა, ქართული ცეკვა.
რაც შეეხება სწავლის გადასახადს, გადასახადი მე-8 კლასამდე ასაკის ბავშვებისთვის 15ლარს შეადგენს, მე-8 კლასის ზემოთ მოსწავლეების წრეების საფასური 20 ლარით არის განსაზღვრული.
მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლე რუსთაველის N13-ში მდებარეობს.