ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ორი ადამიანი დაშავდა

ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა ქალაქ ქუთაისში. ერთმანეთს „მერსედესისა“ და „ოპელის“ მარკის ავტომობილები შეეჯახნენ.

შემთხვევის შედეგად ორივე ავტომობილის მძღოლი მსუბუქად დაშავდა . დაშავებულები სასწრაფო დახმარების ბრიგადებმა უახლოეს სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანეს.

ადგილზე საპატრულო პოლიციაა მობილიზებული.

შსს-მ გამოძიება სისხლის სამართლის მუხლით დაიწყო.