გარდაბნის მერიაში ახალგაზრდული პროექტის განხილვა მიმდინარეობს

გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკონფერენციო დარბაზში “ახალგაზრდული იდეა ურბანული განვითარებისთვის“ პროექტის განხილვა მიმდინარეობს. შეხვედრას ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები და მუნიციპალიტეტში მცხოვრები ახალგაზრდები ესწრებიან .გაცნობითი ხასიათის შეხვედრის ფარგლებში, დაინტერესებული პირები პროექტის შესახებ დეტალურ ინფორმაციას იღებენ .

პროექტი  “ახალგაზრდული იდეა ურბანული განვითარებისთვის“ საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ინიციატივით მომზადდა.

პროექტის მიზანია ადგილობრივი ახალგაზრდების მიერ საკუთარი ქალაქების/დაბების პერსპექტიული კონცეფციებისა და საკვანძო საპროექტო წინადადების შემუშავება, რომელთა შორის საუკეთესო იდეის გამოვლენა მოსახლეობის აზრის გათვალისწინებით მოხდება.

კენჭისყრის შედეგად გამოვლენილი საუკეთესო იდეების ავტორები მონაწილეობას მიიღებენ სასწავლო ტურში ,რომელიც ქალაქ პრაღაში ჩატარდება.

პროექტის შედეგად გამოვლენილი საუკეთესო იდეების დაფინანსების საკითხს სამინისტრო დამატებით განიხილავს.

პროექტი სამიზნე ლოკაციებში მცხოვრები ახალგაზრდობისათვის ადგილობრივი პოლიტიკის განხორციელების ინსტრუმენტების გამოყენების, ადვოკატირების, სამოქალაქო აქტივიზმის, პროექტების წერის უნარ-ჩვევებისა და ცოდნის ამაღლებისათვის ტრენინგების ჩატარებას ითვალისწინებს .

პროექტი 2019 აგვისტოდან დაიწყო და 2020წლის აპრილამდე გაგრძელდება .