დაცვის თანამშრომელმა მოქალაქე პნევმატური იარაღით სცემა

ქუთაისში დაცვის თანამშრომელმა მოქალაქე სცემა.

გავრცელებული ინფორმაციით,მოქალაქე პნევმატური იარაღით არის ნაცემი. შემთხვევა ახალგაზრდობის გამზირზე გუშინ მოხდა. დაზარალებული სასწრაფო დახმარების ბრიგადამ საავადმყოფოში გადაიყვანა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც სხვისი სიცოცხლის განზრახ დაზიანებას გულისხმობს. იდენტიფიცირებულია ერთი პირი ,გრძელდება საგამოძიებო მოქმედებები.