მე-7 მიკრორაიონში ხანძარია. როგორც tv4-ის ჟურნალისტი ადგილიდან იუწყება, ცეცხლი სამოქალაქო თავდაცვის ყოფილ საწყობში გაჩნდა. ადგილზე მობილიზებულია ერთი სახანძრო-სამაშველო ბრიგადა. მეხანძრე-მაშველები ცეცხლის ლოკალიზებას ამ წუთებში ცდილობენ. სავარაუდოდ,ცეცხლი შენობაში არსებულ ნარჩენებს გაუჩნდა. ცეცხლის გამომწვევი მიზეზი ჯერ-ჯერობით უცნობია.