საქართველოს პარლამენტმა მთავრობის ახალ შემადგენლიბას ნდობა გამოუცხადა. დეპუტატებმა 98 ხმით დაამტკიცეს გიორგი გახარიას მიერ წარდგენილი მინისტრთა კაბინეტი და სამთავრობო პროგრამა.
ახალი მთავრობის სია უკვე დაკომპლექტებულია და მისი შემადგენლობა ასეთია:
გიორგი გახარია – საქართველოს პრემიერ-მინისტრი
მაია ცქიტიშვილი – რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი
ნათელა თურნავა – ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი
დავით ზალკალიანი – საგარეო საქმეთა მინისტრი
ივანე მაჭავარიანი – ფინანსთა მინისტრი
მიხეილ ბატიაშვილი – განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრი
ლევან დავითაშვილი – გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი
ეკატერინე ტიკარაძე – ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი
ვახტანგ გომელაური – შინაგან საქმეთა მინისტრი
ირაკლი ღარიბაშვილი – თავდაცვის მინისტრი
თეა წულუკიანი – იუსტიციის მინისტრი
ქეთევან ციხელაშვილი – შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი.







