ქიმიური ლაბორატორიის ცდის დროს 5 მოსწავლე დაშავდა

ქუთაისში ცენტრალურ ბაღში 5 მოსწავლე დაშავდა. ინციდენტი აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამეცნიერო პიკნიკზე მოხდა, როდესაც ბავშვები ქიმიური ლაბორატორიის ცდას ატარებდნენ. 

დაშავებულები სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფებმა საავადმყოფოში დაუყონებლივ გადაიყვანეს. ექიმები აცხადებენ, რომ ამ დროისათვის მოსწავლეების ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება. 

აღსანიშნავია, რომ ღონისძიება საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს პატრონაჟით ტარდება.