რუსთავში საკონსტიტუციო კანონპროექტის საყოველთაო-სახალხო განხილვა მიმდინარეობს (+ფოტო)

რუსთავის დრამატულ თეატრში პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლასთან დაკავშირებული საკონსტიტუციო კანონპროექტის საყოველთაო-სახალხო განხილვა მიმდინარეობს,რომელსაც არჩილ თალაკვაძე ხელმძღვანელობს.

კომისია, 13-30 სექტემბრის პერიოდში, ქვეყნის მასშტაბით 11 საჯარო შეხვედრას გამართავს. ყველა შეხვედრას საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, არჩილ თალაკვაძე გაუძღვება. შეგახსენებთ , პირველი განხილვა თელავში გაიმართა.

საქართველოს კონსტიტუციური კანონის პროექტების საყოველთაო-სახალხო განხილვებში მონაწილეობას საპარლამენტო და არასაპარლამენტო პოლიტიკური პარტიების და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები, კონსტიტუციონალისტები და ექსპერტები იღებენ.

საყოველთაო-სახალხო განხილვებზე თავისუფალი დასწრების საშუალება ნებისმიერ დაინტერესებულ პირს აქვს.