შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, თბილისში, ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩაზე მანქანის ქურდობის ფაქტი არ დადასტურდა.
გამოძიების მსვლელობისას, დადგინდა, რომ ავტომობილის მფლობელმა პირმა, სადაზღვევო კომპანიისგან თანხის მითვისების მიზნით, წინასწარ შემუშავებული გეგმის მიხედვით, მისი კუთვნილი ავტომობილი მეგობრის ავტოფარეხში დააყენა, ხოლო სამართალდამცველებს განუცხადა, რომ ავტომობილი მოპარეს.