თბილისშიმიტოვებული ჩვილი იპოვეს.შემთხვევა საბურთალოს რაიონში მოხდა.
თვითმხილველების ინფორმაციით, ახალშობილი სტუდენტმა კალათაში იპოვა.
შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ,რომ საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 127-ე მუხლით დაიწყო, რაც სიცოცხლისათვის საშიშ მდგომარეობაში ჩაყენებას გულისხმობს.
უწყების ინფორმაციით, ჩვილი კლინიკაშია გადაყვანილი და მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.