2013 წლიდან 2019 წლის 30 ივლისის ჩათვლით, მოქალაქეებისთვის ჩამოწერილი თანხების ოდენობამ 16 მილიონ ლარს გადააჭარბა. ამის შესახებ ენერგეტიკისა და წყალმომარაგების სექტორებში მომხმარებელთა უფლებების დაცვის შესახებ სემეკ-ის თავმჯდომარემ ირინა მილორავამ კომისიის 2013-2019 წლების საქმიანობის ანგარიშის პრეზენტაციისას ისაუბრა.
მისივე განცხადებით, სემეკ-ის მიერ შემუშავებული მომსახურების ხარისხის სტანდარტების დარღვევის გამო კომპანიების მიერ მოქალაქეებისთვის გადახდილი კომპენსაციების ჯამმა 5 მილიონ ლარზე მეტი შეადგინა.