6 წლის განმავლობაში სემეკმა მოქალაქეებს 16 მილიონ ლარზე მეტი ჩამოაწერა

2013 წლიდან 2019 წლის 30 ივლისის ჩათვლით, მოქალაქეებისთვის ჩამოწერილი თანხების ოდენობამ 16 მილიონ ლარს გადააჭარბა. ამის შესახებ ენერგეტიკისა და წყალმომარაგების სექტორებში მომხმარებელთა უფლებების დაცვის შესახებ სემეკ-ის თავმჯდომარემ ირინა მილორავამ კომისიის 2013-2019 წლების საქმიანობის ანგარიშის პრეზენტაციისას ისაუბრა.

მისივე განცხადებით, სემეკ-ის მიერ შემუშავებული მომსახურების ხარისხის სტანდარტების დარღვევის გამო კომპანიების მიერ მოქალაქეებისთვის გადახდილი კომპენსაციების ჯამმა 5 მილიონ ლარზე მეტი შეადგინა.