ფონიჭალა-მარნეული-გუგუთის საავტომობილო გზაზე 7 კმ-იანი მონაკვეთის რეაბილიტაცია დასრულდა.
ბოლნისში რეაბილიტირებული მონაკვეთი მდ. მაშავერას ხეობაში იწყება,სოფლებს ქვეში, ჯავშანიანი, კიანეთი გადის და კაზრეთის გადასახვევზე სრულდება.
პროექტის ფარგლებში გზის სრული რეაბილიტაცია განხორციელდა, დაიგო ცემენტ-ბეტონის საფარი და რეაბილიტირდა არსებული ხიდი. სამუშოების შედეგად, წყალგამტარი მილები, ადგილობრივ გზებთან მიერთებები, მოსახლეობის ეზოებში შესასვლელები და საგზაო ნიშნები მოეწყო.
ასევე, მოეწყო ავტოპავილიონი და ავტობუსის გაჩერებები; განხორციელდა გზის სავალი ნაწილის მონიშვნა.
ფონიჭალა-მარნეული-გუგუთის გზა სომხეთის რესპუბლიკის საზღვრამდე მიდის . მუნიციპალიტეტის ინფორმაციით, გზის კეთილმოწყობა მინიშვნელოვანია ,როგორც სატრანზიტო გადაზიდვებისთვის ასევე, ბოლნისისა და დმანისის ტურისტული ობიექტებამდე კომფორტული გზით მისვლის თვალსაზრისით.
პროექტი სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფინანსდა და მისი ღირებულება 6 755 811 ლარია.