მამაკაცმა სასწრაფო დახმარების მანქანა გაიტაცა და მოქალქეებს შეეჯახა

ოსლოში შეიარაღებულმა მამაკაცმა სასწრაფო დახმარების მანქანა გაიტაცა და მოქალქეებს შეეჯახა.შემთხვევის შედეგად  დაშავდა რამდენიმე ადამიანი,მათ შორის მცირეწლოვანი ბავშვი.

ადგილობრივი  მედიის ინფორმაციით, გამტაცებელს სამხედრო ფორმა ეცვა და სავარაუდოდ ჯავშანჟილეტი ეკეთა. მამაკაცი პოლიციამ უკვე დააკავა.

სხვა დეტალები ჯერ-ჯერობით უცნობია. სამართალდამცავები აცხადებენ, რომ სასწრაფო დახმარების მანქანა მაშინ გაიტაცეს, როდესაც ის ავტოსაგზაო შემთხვევის ადგილზე იმყოფებოდა.