რუსთაველები “ინტერტრანსის” მიკროავტობუსების მოლოდინში- თბილისიდან მოქალაქეები რუსთავში დაბრუნებას დაახლოებით ნახევარი საათის განმავლობაში ვერ ახერხებდნენ. როგორც tv4-ისთვის გახდა ცნობილი მიკროავტობუსს 25-მდე რუსთაველი ელოდებოდა.
15 მგზავრი ელოდებოდა მიკროავტობუსს იუსტიციის სახლის მიმდებარე ტერიტორიაზეც .
სამოქალაქო აქტივისტებმა რუსთაველები დედაქალაქიდან ჩამოიყვანეს. მათი თქმით, მოქალაქეები რუსთავში დაბრუნებას ვერ ახერხებდნენ.