რუსთავის მერიასა და კომპანია ,,სანიტარს” შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. მემორანდუმის მიხედვით, კომპანია ,,სანიტარი “, რუსთავის საჯარო სკოლებიდან და მუნიციპალური ბაღებიდან, პლასტმასის ნარჩენების გატანას უზრუნველყოფს.
პლასტმასის ნარჩენების მოგროვება-გადამუშავების საპილოტე პროექტის განხორციელება, მიმდინარე წლის ოქტომბრიდან, რუსთავის მერის ინიციატივით და გაეროს განვითარების პროგრამის მიერ დაფინანსებული პროექტის ,,მდგრადი ქალაქები ადამიანებისთვის” ფარგლებში დაიწყო.
პროექტს რუსთავის მერია რუსთავის ინოვაციების ჰაბთან ერთად ახორციელებს. პლასტმასის ნარჩენების სეპარირებისთვის განკუთვნილი სპეციალური კონტეინერები, რუსთავის მერიამ და ინოვაციების ჰაბმა ოქტომბრის დასაწყისში შეიტანეს.