რუსთავის შემოგარენში,სოკოს საწარმოსთან მოქალაქეები მივიდნენ. ადგილზე გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის წარმომადგენლებიც იმყოფებიან. ქალაქში უსიამოვნო სუნი ისევ პრობლემაა. მთელი საღამოს განმავლობაში მძაფრი სუნი იგრძნობა რუსთავში. ადგილზე ელოდებიან საზოგადოებრივი ჯანდაცვისა და უსაფრთხო გარემოს უზრუნველყოფის ცენტრის წარმომადგენლებს.
შეგახსენებთ,უსიამოვნო სუნი რუსთავში განსაკუთრებით მიკრორაიონების მცხოვრებლებს პერიოდულად აწუხებდათ. tv4-მა რეპორტაჟი პრობლემასთან დაკავშირებით, რამდენჯერმე მოამზადა.როგორც გაირკვა უსიამოვნო სუნი სწორედ საწარმოს მუშაობის პროცესს უკავშირდებოდა.
საკითხით რუსთავის მერია დაინტერესდა. მოლაპარაკებების შედეგად გადაწყდა,რომ ჰაერის გაფილტვრის მიზნით, საწარმომ აპარატურა შეიძინა. რამდენიმე დღის წინ საკითხთან დაკავშირებით შეხვედრა ქალაქის ხელმძღვანელ პირებსა და საწარმოს წარმომადგენლებს შორის შედგა. უსიამოვნო სუნის პრევენციის მიზნით , საწარმომ შესაბამის დანადგარზე ზრუნვა უკვე დაიწყო .