არქეოლოგიურმა ექსპედიციამ რუსთავის ციხეზე სამუშაოები დაასრულა

რუსთავის მუზეუმის არქეოლოგიურმა ექსპედიციამ რუსთავის ციხეზე სამუშაოები დაასრულა. როგორც მუზეუმის დირექტორმაtv4-ს განუცხადა, სამუშაოების პირველი ეტაპი დასრულებულია და ციხის რესტავრაციის პროცესი უახლოეს დროში დაიწყება.

ძეგლის კვლევასთან ერთად, არქეოლოგიური კვლევა ჩაუტარდა ციხის აღმოსავლეთ მონაკვეთს,რომელიც რესტავრაციისთვის მომზადდა. როგორც tv4-ისთვის გახდა ცნობილი, სარესტავრაციო სამუშაოები უახლოეს დროში დაიწყება და მასში არქეოლოგიური  ექსპედიციაც აქტიურად იქნება ჩართული.

როგორც ცნობილია,რუსთავის ისტორიული მუზეუმის არქეოლოგიურმა ექსპედიციამ რუსთავის  ციხის აღმოსავლეთ ზღუდის მიმდებარე ტერიტორიის შესწავლისას აღმოჩენები გააკეთა. არქეოლოგების ჯგუფმა ტერიტორიაზე კედლის ნაგებობები,  თონე, ქვევრი ,  სხვადასხვა სახის  ჭურჭელი და მონეტები აღმოაჩინეს.