თბილისში მამაკაცი დაჭრეს. წინასწარი ინფორმაციით, მამაკაცი ლისის ტბის მიმდებარედ დაჭრეს, შემდეგ კი შარტავას ქუჩაზე, მის საცხოვრებელ სახლთან მანქანით მიიყვანეს.
დაჭრილი ამ დროისთვის საავადმყოფოშია გადაყვანილი.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარზე საქმე სსკ-ის 236-ე, 117-ე და 143-ე მუხლითაა აღძრული, რაც ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარებას, ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას და თავისუფლების უკანონოდ აღკვეთას გულისხმობს.