“ყველაფერს გავაკეთებთ,რომ დეკანოზმა სასჯელი ღირსეულ პირობებში მოიხადოს”

საქართველოს იუსტიციის მინისტრმა, მსჯავრდებულ დეკანოზის, გიორგი მამალაძის შეწყალების საკითხზე, ჟურნალისტების კითხვას უპასუხა. თეა წულუკიანის განხადებით, სამინისტრო ყველაფერს აკეთებს, რომ დეკანოზმა სასჯელი ღირსეულ პიობებში მოიხადოს.

“ბატონი მამალაძე ამას 2017 წლიდან იძახის,მის წინააღმდეგ არსებობს ძალაში შესული გამამტყუნებელი განაჩენი,ის იხდის სასჯელს. ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის,რომ მან სასჯელი მისთვის ღირსეულ და შესაბამის პირობებში მოიხადოს, ამიტომ ამ სპეკულაციებზე დამატებით კომენტარს ვერ გავაკეთებ,”- განაცხადა იუსტიცისს მინისტრმა.