2020 წლის ბიუჯეტის პროექტიდან ირკვევა, რომ მთავრობა ახლადშექმნილ ახალგაზრდობის სააგენტოს 5 მილიონი ლარით დააფინანსებს. სააგენტოში 48 ადამიანი იქნება დასაქმებული, შრომის ანაზღაურებაზე კი 1 150 000 ლარი დაიხარჯება.
ახალგაზრდობის სააგენტო ყოფილი პრემიერის, მამუკა ბახტაძის 2016 წლის 26 აგვისტოს დადგენილებით შეიქმნა.
როგორც ცნობილია,სააგენტოს რეზო ჩარკვიანი უხელმძღვანელებს ,რომელიც ახალგაზრდობის საკითხებში მამუკა ბახტაძის მრჩეველი იყო.
როგორც მთავრობის დადგენილებაში წერია, სსიპ-ი “შექმნილია სახელმწიფო ახალგაზრდული პოლიტიკის სტრატეგიის შემუშავების, განხორციელებისა და კოორდინაციის მიზნით.”
სააგენტოს ფუნქციებსა და მოვალეობებში შედის ახალგაზრდული ეკონომიკის სტრატეგიის შემუშავება, ახალგაზრდების მავნე ზეგავლენებისგან დაცვა, სტუდენტური თვითმმართველობებისა და ახალგაზრდული არასამთავრობო ორგანიზაციების განვითარება, აგრეთვე “ახალგაზრდობის ადვოკატირება ეროვნულ, ადგილობრივ და საერთაშორისო დონეზე” და ა.შ.