რუსთავის აზოტის ტერიტორიაზე კონდენსაციური ელექტროსადგური საზეიმო ვითარებაში გაიხსნა

რუსთავის აზოტის ტერიტორიაზე კონდენსაციური ელექტროსადგური საზეიმო ვითარებაში გაიხსნა.

ელექტროსადგურის გახსნის ცერემონიალს,რომელიც ორთქლის ტურბინის გენერატორის უახლესი ტექნოლოგიებითაა აღჭურვილი, მინისტრთა კაბინეტის წევრები, ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები ესწრებიან.

აღსანიშნავია,რომ ორთქლის ტურბინის გენერატორი  ელექტრო  ენერგიას იმ ორთქლის მეშვეობით გამოიმუშავებს,რომელიც აზოტმჟავას საამქროს მიერ ტექნოლოგიურ პროცესში ადგილზევე გამოიყოფა და რომლის გამოყენება წლების განმავლობაში არ ხდებოდა ,შესაბამისად ორთქლი აქამდე გამოუყენებლად იკარგებოდა.

ელექტროსადგური რუსთავის აზოტის წარმოებისთვის საჭირო,მთლიანი ელექტროენერგიის 20%-ს  უზრუნველყოფს,რაც უნიკალურ საშუალებას იძლევა, კომპანიამ 20%ით ნაკლები ელექტრო ენერგია საბითუმო ბაზარზე შეიძინოს

ელ.სადგურის სიმძლავერე 9,0 მვტია . პროექტის ჯამურმა ბიუჯეტმა 5,5 მილიონი ამერიკული დოლარი შეადგინა.