ოკუპანტებს სოფელ ატოცთან სამუშაოები არ განუახლებიათ

საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლებს სოფელ ატოცთან, საოკუპაციო ხაზთან, სამუშაოები დღეს არ განუახლებიათ.

ადგილზე, უსაფრთხოების მიზნით, ქართველი სამართალდამცველები რჩებიან.

საოკუპაციო ხაზთან თერთმეტი თვის წინ დამონტაჟებულ რკინის ბოძებზე მავთულები რუსმა სამხედროებმა ორი დღის წინ გაავლეს. რკინის, ე.წ. გამყოფი, ბარიერი დაახლოებით 350 მეტრის სიგრძეზეა გავლებული.

სოფელ ატოცის ტერიტორიაზე 150-მდე ძელი საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლებმა დაახლოებით ერთი წლის წინ დაამონტაჟეს, ორი დღის წინ კი ღობის გავლება დაიწყეს.