ატოცსა და სხვა სოფლებში მიმდინარე პროცესები, საუბედუროდ, არის იგივე, რაც 2008 წლიდან დაწყებული ხდება. საუკუპაციო რეჟიმი არ ჩერდება. სამწუხაროდ, მათი მხრიდან ეს არის აპრობირებული მეთოდი ადგილზე სიტუაციის დაძაბვის და საზოგადოებაში დაძაბულობის შემოტანის. რაც შეეხება ოპოზიციის კრიტიკას, მით უფრო მაშინდელი პოლიტიკური პასუხისმგებლობის მქონდე პირებისგან ეს რთული მისაღებია , – ეს განცხადება შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა ქეთევან ციხელაშვილმა საუკუპაციო ხაზთან მიმდინარე პროცესების შეფასებისას გააკეთა.
მინისტრის მტკიცებით, საუკუპაციო რეჟიმის მიერ ყოველდღიურად განხორციელებული პროვოკაციის პირობებში, საქართველოს ხელისუფლება ქვეყანაში მშვიდობის დასაცავად ყველაფერს აკეთებს.
„საქართველოს ხელისუფლება აკეთებს თითქმის შეუძლებელს და ახერხებს იმას, რომ ყოველდღიური პროვოკაციების პირობებში დაიცვას მშვიდობა, თუნდაც პირობითი, რაც სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნისთვის. ჩვენ ვეხმარებით კონფლიქტით დაზარალებულ მოსახლეობას. დიახ, ატოცელებს, გუგუთიანთკარელებს და 116 სოფლის 50 000-მდე მოსახლეს. 2013 წლიდან უწყებათაშორისი კომისიის ფარგლებში ვეხმარებით მათ სხვადასხვა ღონისძიებებით. მაგალითად: გაზიფიკაციით, ელექტროფიკაციით, სწავლის სრულად დაფინანსებით, ახლა უკვე იქ წარმოების წახალისებით”, – განაცხადა ქეთევან ციხელაშვილმა.
მინისტრმა ერთ- ერთი ჟურნალისტის კითხვაზე, იგეგმება თუ არა ჩორჩანას საგუშაგოს აღება, უპასუხა, რომ ეს არის სტანდარტული საგუშაგო, რომელიც მოსახლეობის უსაფრთხოებას ემსახურება და მისი აღება არ იგეგმება.