ხელოვნების სასწავლებლის მიმდებარე ტერიტორიაზე არსებულ სკვერში, ფსიქიკური ჯანმრთელობის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი გამოფენა-გაყიდვა გაიმართა. გამოფენაზე, ფსიქიკური ჯანმრთელობის ცენტრის პაციენტთა მიერ შექმნილი ნამუშევრები გამოიფინა.
ფსიქიკური ჯანმრთელობის საერთაშორისო დღე, ყოველი წლის 10 ოქტომბერს აღინიშნება და მისი მიზანი ამ კუთხით საზოგადოების ცნობიერების ამაღლებაა.
ღონისძიება რუსთავის მერიის ,,სახელოვნებო სპორტის და ახალგაზრდობის განვითარების ცენტრის“ და ,,ფსიქიკური ჯანმრთელობის ცენტრის“ ორგანიზებით მოეწყო. ღონისძიებას ადგილობრივი მთავრობის ხელმძღვანელი პირები დაესწრნენ.











