შატილში ერთადერთი საჯარო სკოლა იწვის

შატილში საჯარო სკოლა იწვის. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში აცხადებენ,რომ შემთხვევის ადგილზე ცეცხლის ჩასაქრობად სამი სახანძრო სამაშველო ჯგუფი მიემართება.

საგანგებო სიტუაციების სამსახურის ინფორმაციით, შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.