ჰაკერული თავდასხმა ჯამში 2 ათასამდე საიტს შეეხო – შსს-მ გამოძიება დაიწყო

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ ვებ-გვერდებზე ჰაკერული თავდასხმის გამო გამოძიება დაიწყო.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის 284-ე მუხლით დაიწყეს, რაც კომპიუტერულ სისტემაში უნებართვო შეღწევას გულისხმობს.

ბოლო მონაცემებით, ჰაკერული თავდასხმა განხორციელდა, საქართველოს პრეზიდენტის, საერთო სასამართლოებისა, თბილისის სააპელაციო სასმართლოს, სინფორმაციო სააგენტო “Dianews.ge”-ზე, ზუგდიდის რაიონული სასამართლოს, ბათუმის მერიის, ქუთაისის მერიის, მედიასაშუალება topnews.com.ge-ს, არასამთავრობო ორგანიზაცია “მედიის განვითარების ფონდის” და “საზოგადოება და ბანკების” ვებგვერდებზე.

ჰაკერული თავდასხმა ჯამში 2 ათასამდე საიტს შეეხო.