სახელმწიფო პროგრამის ,,გადაიღე საქართველოში’’ ფარგლებში, სტუდია ,,სარკე’’ ბრიტანულ მხატვრულ ფილმს ‘’The Lady of Heaven’’ იღებს.
მიმდინარე წლის 25 ოქტომბერს, ფილმის ეპიზოდების გადაღება დაგეგმილია რუსთავში, ლეონიძის ქუჩა-ჩერკასისა და ტაშკენტი/მოდებაძის ქუჩების მონაკვეთზე, ჟიული შარტავას ქუჩაზე და რკინიგზის სადგურის წინ არსებულ მოედანზე.
ფილმის გადაღებასთან დაკავშირებით, ავტოსატრანსპორტისა და ქვეითად მოსიარულეთათვის გადაადგილება შეიზღუდება: ლეონიძის ქუჩაზე – დილის 6:00 სთ-დან 13:00 სთ-მდე, ჟიული შარტავას ქუჩაზე და რკინიგზის სადგურის მოედანზე 13:00 სთ-დან 19:00 სთ-მდე.
სატრანსპორტო მიმოსვლას საპატრულო პოლიციის ეკიპაჟები დაარეგულირებენ.
ისტორიული ჟანრის მასშტაბური მხატვრული ფილმის ‘’The Lady of Heaven’’ პროდიუსერია მეთიუ კუიპერსი, ხოლო რეჟისორი ჯონ სტივენსი.