რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო საქართველოს 5 ქალაქთან ერთად ავტობუსებს რუსთავისთვისაც შეიძენს.
სამინისტროს ინფორმაციის თანახმად ავტობუსების შეძენას მუნიციპალური განვითარების ფონდი ურბანული ტრანსპორტის განვითარების პროგრამის ფარგლებში შეიძენს . ჯამში 175 ავტობუსი რუსთავში, ქუთაისში, გორში , თელავში ზუგდიდსა და ფოთში გადანაწილდება. პროექტის მიხედვით რუსთავისთვის 40 ახალი, თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი ავტობუსების შესყიდვაა გათვალისწინებული.
შესყიდვა ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის დაფინანსებით ხორციელდება და პროგრამის ჯამური ღირებულება 17 მილიონი ევროა. მუნიციპალური განვითარების ფონდმა ავტობუსების შესყიდვაზე ტენდერი უკვე გამოაცხადა.
ინფორმაციას საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო ავრცელებს.