ყვარლის მუნიციპალიტეტში საცხოვრებელ სახლში გაჩენილი ხანძრის შედეგად არასრულწლოვანი დაიღუპა. შემთხვევა სოფელ გრემში მოხდა.
გავრცელებული ინფორმაციით,ორსართულიან საცხოვრებელ სახლში სავარაუდოდ, ბუნებრივმა აირმა გაჟონა, რის შემდეგაც მოხდა აფეთქება და ხანძარი გაჩნდა.12 წლის ბიჭმა სახლიდან გამოსვლა ვერ მოახერხა.
ამ წუთებში ხანძრის ლოკალიზაცია მიმდინარეობს.
1tv.ge