22 ნოემბერს, კომპანია რუსთავის წყალი, ქალაქ რუსთავში, მე-7 მიკრორაინში N25-თან და მეგობრობის ქუჩის მიმდებარედ ტექნიკურ სამუშაოებს ჩაატარებს-ამის შესახებ tv4-ს კომპანიიდან აცნობეს.
მათივე ცნობით, წყალმომარაგების სტაბილურობის მიზნით წყალსადენის ქსელზე მოძველებული ჩამკეტ-მარეგულირებელი ურდულები ახლით შეიცვლება.
სამუშაოების მიმდინარეობის დროს მაგისტრალური ქსელის წყლისგან დაცლაა აუცილებელი, რის გამოც ხვალ, 22 ნოემბრის, 20:00 საათიდან 23 ნოემბრის დილის 08:00 საათამდე წყალმომარაგება შეეზღუდება:
VI-VIII მიკრორაიონებს, მაჩაბელის, ფალიაშვილის, მეგობრობის, 9 ძმა ხერხეულიძის, გორის, გურამიშვილის, ვაჟა-ფშაველას და მიმდებარე ქუჩებს.
როგორც კომპანიაში აცხადებენ, წყალმომარაგების შეწყვეტისა და აღდგენის შესახებ ინფორმაციას, „რუსთავის წყალი“ აბონენტებს წინასწარ, SMS-შეტყობინების სახით მიაწოდებს.
დეტალური ინფორმაციის მოძიება შესაძლებელია კომპანიის ცხელი ხაზის 22 00 11 და Facebook-ის საშუალებით.