ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად არასრულწლოვანი გარდაიცვალა

ქარელში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად, 16 წლის მოზარდი დაიღუპა. მსუბუქი ავტომანქანა არასრულწლოვანს მაშინ დაეჯახა, როდესაც ის გზაზე გადადიოდა. ქვეითად მოსიარულე ადგილზე გარდაიცვალა.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მეექვსე ნაწილით დაიწყო, რაც გულისხმობს ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას იმის მიერ, ვინც ამ სატრანსპორტო საშუალებას მართავს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.