გაგრაში მამაკაცს ცეცხლსასროლი იარაღიდან ესროლეს

გაგრაში მამაკაცს ცეცხლსასროლი იარაღიდან ესროლეს. გავრცელებული ინფორმაციით, გასროლა ორ მოქალაქეს შორის სიტყვიერ დაპირისპირებას მოჰყვა.

აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის ე.წ. შსს-ის ინფორმაციით, გაისროლა 1959 წელს დაბადებლმა პირმა,დანაშაულის ადგილზე ამოღებული 4 ვაზნა ექსპერტიზაზეა გაგზავნილი.

ე.წ. სამართალდამცველები დამნაშავის ადგილსამყოფელის დასადგენად და მის დასაკავებლად ოპერატიულ-საგამოძიებო ღონისძიებებს ატარებენ.

დაზარალებული, 44 მამაკაცი, გულმკერდისა და ბარძაყის არეში მიყენებული ჭრილობებით, ჯერ გაგრის საავადმყოფოში მოათავსეს, შემდეგ კი რუსეთის ტერიტორიაზე გადაიყვანეს.